среда, 7 апреля 2010 г.

7 აპრილის ლექცია

Notes from Jemali

მასწავლებელმა მასალის გადაცემის ფორმა უნდა შეარჩიოს არა მოსწავლის ”სწავლის სტილის”, არამედ მასალის შენაარსიდან გამომდინარე”.

Web 2.0-მა შექმნა მონაწილეობითი მედიუმის ახალი ნაირსახეობა, რომელიც იდეალურია სწავლის ინოვაციური მეთოდების მხარდასაჭერად.

სწავლის სოციალური ხედვა ამბობს ”ჩვენ ვმონაწილეობთ, მაშასადამე ჩვენ ვარსებობთ”. ანუ ყურადღების ფოკუსი საგნის კონტენტიდან გადადის ამ კონტენტის გარშემო გამართულ სწავლის აქტივობებსა და ადამიანებს შორის ინტერაქციებზე.

სწავლის თეორიების გაზეპირებას არანაირი პრაქტიკული სარგებელი მასწავლებლისათვის არ მოაქვს. მანძილი სწავლის თეორიასა და მასწავლებლის კონკრეტულ პრაქტიკას შორის უზარმაზარია. საჭიროა ქართულენოვანი მეთოდური მასალები, რომლებიც აჩვენებენ მასწავლებელს სწავლის თეორიების პრინციპების საკლასო ოთახში რეალიზაციის კონკრეტულ გზებს, რომლებიც ითვალისწინებენ ჩვენში არსებულ პირობებს, ჩვენს საგანმანათლებლო ტრადიციებს.

მოსწავლეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გადაწყვიტოს რა არის მისთვის მნიშვნელოვანი და რელევანტური.

ცოდნა არის პროცესი და არა პროდუქტი. ჩვენ არა უნდა დავაგროვოთ მეხსიერებაში მათემატიკური ფაქტები, არამედ ვისწავლოთ მათემატიკური აზროვნება

ვლევები აჩვენებს, რომ ეს უნარი ვითარდება მაშინ, როცა სწავლისას გამოიყენება რეალური ცხოვრებისეული კონტექსტი. საჭიროა საგნის იდეების დაკავშირება სხვა საგნებთან და ყოველდღიურ ცხოვრებასთან. ამის ერთ-ერთი გზაა - პროექტული სწავლა.

ომპეტენტურობა მთლიანად არის დამოკიდებული სწავლის ხანგრძლივობაზე და არ არის დამოკიდებული ნიჭზე.

როცა ცოდნა საჭიროა, მაგრამ ის არ გვაქვს, საინფორმაციო წყაროების მოძიების და მათთან დაკავშირების უნარი არის უმნიშვნელოვანესი. როცა ცოდნა იზრდება და მუდმივად იცვლება, საჭირო ინფორმაციის წვდომის შესაძლებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ცოდნა, რომელიც მოსწავლეს ამჟამად აქვს.


Комментариев нет:

Отправить комментарий